"პრეზიდენტმა ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სანქციის მოხსნა ევროინტეგრაციას დაუკავშირა... სრული აბსურდია" - კობახიძე
"პრეზიდენტმა ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სანქციის მოხსნა ევროინტეგრაციას დაუკავშირა... სრული აბსურდია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტი თავისი განცხადებით, კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
ეს არის ერთგვარი სანქცია და გარდა ამისა, თქვენ დაინახეთ, რომ პრეზიდენტი იყო ჩართული აქტიურად მანამდეც იმ კამპანიაში, რომელიც უპირისპირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის - გახსოვთ მისი გამოსვლა განსაკუთრებით პარლამენტის კედლებში. პრაქტიკულად, მან გააგრძელა ეს კამპანია. მან უკვე დაუკავშირა ფრენების აღდგენა, რუსეთის მიერ მოქალაქეებისთვის სანქციის მოხსნა ევროინტეგრაციას, რაც არის სრული აბსურდი. ამით ის კიდევ ერთხელ ჩაერთო იმ კამპანიაში, რომელიც წარმოებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არავითარი ლოგიკა ამ განცხადებაში არ არის, - ამბობს კობახიძე.
სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას საგანგებო განცხადებით ეხმიანება - პრეზიდენტი ამბობს, რომ "საქართველოს რუსეთისგან საჩუქრები არ სჭირდება".
"მოუსმინეთ ხალის ხმას და არა "ხალხის ძალას" - უთხრა "ქართულ ოცნებას" ქვეყნის მთავარსარდალმა