ქართველ ხალხს ფრენების აღდგენას ან სავიზო რეჟიმის მოხსნას, რუსული ჯარის ქვეყნიდან გასვლა ურჩევნია - სახ.დეპი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას, ქართველ ხალს ურჩევნია, რომ რუსეთმა საქართველოდან თავისი ჯარი გაიყვანოს.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ახლა რუსეთთან დაახლოების დრო არ არის.
სახ.დეპის თქმით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
"პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან, რუსეთის ჯარი გაიყვანოს.
ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ ისეთი თვითმფრინავების მომსახურების გამო, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარება.
ამ სასტიკ რეჟიმს მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის. პირდაპირი ფრენების აღდგენის ან სავიზო რეჟიმის შეცვლის ნაცვლად, ქართველ ხალხს, სავარაუდოდ ის ურჩევნია, რომ პუტინმა რუსეთის ჯარი გაიყვანოს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტიდან", - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი