ხელისუფლება, ფაქტიურად, მიესალმა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ფაქტიურად მიესალმა პუტინის გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენების შესახებ.
სამადაშვილის თქმით, სახ.დეპმა ცალსახად გააფრთხილა ჩვენი ხელისუფლება, რომ ამას შესაძლოა მოჰყვეს სანქციები.
"საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა განაცხადი, რომ არ დაუშვებს პირდაპირი ფრენების აღდგენას და ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ცალსახად გააფრთხილა ჩვენი ხელისუფლება, რომ ამას შესაძლოა მოჰყვეს სანქციები, მაგრამ ამის ნაცვლად ვნახეთ, რომ ხელისუფლება ფაქტიურად მიესალმა რუსეთის მთავრობის, ამ გადაწყვეტილებას, რაც ვფიქრობ, რომ დიახ არის სიგნალი ძალიან ბევრი საქართველოს მეგობრისთვის ევროკავშირში დასავლეთში, რომ ეს არის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ხელისუფლება" - ამბობს სალომე სამადაშვილი.