ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება - ფინანსთა მინისტრი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

11.05.23 11:15
ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება - ფინანსთა მინისტრი რუსეთის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების განახლებას ფინანსთა მინსიტრის ლაშა ხუციშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის რუსეთის მეირ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება და ამაში სანქციების დაწესების გარემოებებს ვერ ხედავს.

მისი თქმით, საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე დაწესებული რეგულაციების აღსრულების თაობაზე კითხვები არაა.

„ეს არის ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება - როგორც ჩაკეტვასთან, ისე გახსნასთან მიმართებით. ამ მიმართულებით მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს ტერიტორიაზე აქტივობას ვერ განახორციელებენ. შესაბამისად, შეშფოთებას, რომელიც გამოითქვა, საფუძველი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული რეგულაციების აღსრულებაზე, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაწესებული, საქართველოში კითხვები არც აქამდე ყოფილა, არც ახლაა და არ მომავალში არ იქნება.

აშშ-თან და ჩვენ სხვა პარტნიორებთან მიმართებაში ვიტყვი, რომ მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია, შესაძლებელია თუ არა სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით. ამასთან დაკავშირებით არანაირი შეკითხვა არ არსებობს". - ამბობს ლაშა ხუციშვილი