აშშ-ს ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია - მაჭარაშვილი

11.05.23 11:41
აშშ-ს ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალა" ამერიკელ სენატორებს ისევ თავს ესხმის.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ხელისუფლებისთვის საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია რადგან მათ სურთ ისე მოიქცეს საქართველო, როგორც ამერიკას უნდა, რაც მაჭარაშვილის თქმით, მიუღებელია.

"შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან საქართველო არის ვასალი, კოლონია, გუბერნია, რაღაც ისეთი ქვეყანა, რომელსაც როგორც ეტყვიან ისე უნდა მოიქცეს. ეს განცხადება სენატორების, რომ თავის დროზე ჩვენ სააკაშვილს ვუთხარით და იმიტომ წავიდა და ახლა 24-ში ჩვენ, ვისაც ვეტყვით ის მოვა აბა ეს რას ნიშნავს, რა არის ან სად ხედავთ დემოკრატიას, ქართველი ხალხი სად არის" - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

2024 წლის გადამწვეტი არჩევნების დასაკვირვებლად შეერთებული შტატები განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს. სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ თბილისში გრძელვადიანი დასამკვირვებლო მისია გააგზავნოს.