იმედი მაქვს, პრეზიდენტი გონს მოეგება - ზავრადაშვილი
"ოცნების" წევრი ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რო აბსოლუტურად იზიარებს კობახიძის ნააზრევს სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში და იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გონს მოეგება.
მისი თქმით, ზურაბიშვილი სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის.
"აბსოლუტურად ვიზიარებ ირაკლი კობახიძის ნააზრევს. სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობის და რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე ზის სამწუხაროდ. ალბათ ყოველ შემთხვევაში მე კიდევ მაქვს იმედი, რომ გონს მოეგა და მსგავსი განცხადებებისგან, როგორც მინიმუმ თავს, მაინც შეიკავებს, არ შეიძლება ასეთ ლაპარაკი. ის, რაც მოხდა ეს გადაწყვეტილება, არანაირ კავშირში არ არის ჩვენს ევროპულ მომავალთან" -ამბობს ირმა ზავრადაშვილი.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ უნდა. კობახიძემ პრეზიდენტი ფაქტობრივად ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებაში დაადანაშაულა და ისევ ოპოზიციის მოკავშირეობა დააბრალა. აბსურდი და ლოგიკას მოკლებული - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილის რეაქციას, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.