საქართველოს პრეზიდენტი თავის ფუნქციებში ვერ ერკვევა - მაჭარაშვილი

11.05.23 12:36
საქართველოს პრეზიდენტი თავის ფუნქციებში ვერ ერკვევა - მაჭარაშვილი

"ხალხის" ძალის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ირაკლი კობახიძის რიტორიკას სრულად იზიარებს და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის ფუნქციებში ვერ ერკვევა.

მაჭარაშვილს ვერ გაუგია, როდის გახდა სალომე ზურაბიშვილი რადიკალი ოპოზიციის საყვარელი პრეზიდენტი.

"როდის გახდა სალომე ზურაბიშვილი რადიკალი ოპოზიციის საყვარელი პრეზიდენტი, რომელსაც ლანძღავდნენ "რუსეთუმეს" უწოდებდნენ, ომი დაიწყოო ამას ამბობდნენ და ახლა, უცბად, ამოტრიალდა მათი გემოვნება, არავის არ სჯერა ეს. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის ფუნქციებში ვერ ერკვევა, როგორც ჩანს და ვეუბნებით, რომ გაერკვეს ფუნქციებში, რაც არის კონსტიტუციურად განსაზღვრული, ის ფუნქციები შეასრულოს" - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ უნდა. კობახიძემ პრეზიდენტი ფაქტობრივად ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებაში დაადანაშაულა და ისევ ოპოზიციის მოკავშირეობა დააბრალა. აბსურდი და ლოგიკას მოკლებული - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილის რეაქციას, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.