ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს - გოგი წულაიას განცხადება ციხიდან

18.05.21 11:42
ერთი კვირაა ვშიმშილობ, არ ვიღებ არც მედიკამენტებს - გოგი წულაიას განცხადება ციხიდან

პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია ციხიდან განცხადებას ავრცელებს. პოლიტიკოსი წერს, რომ ერთი კვირაა შიმშილობს: 

10 მაისის სასამართლო პროცესზე,რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამარათლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგძლივეს , რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინდე და დედა მოვუკითხე , ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია..
მივიღე გადაწყვეტილება უკვე ერთი კვირაა ვშიმშოლობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს , მოთხოვნა ერთია გამიკეთონ აცილება მოსამარათლეზე და ასევე  პროკურორზე , რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები