ვერცერთი სანქცირებული ლაინერი ვერ იქნება საქართველოს საჰაერო სივრცეში - ღუდუშაური
"ოცნების" წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ვიზების გაუქმების და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო და ვერ ხვდება, რა უნდა გაეკეთებინა ამ დროს საქართველსო ხელისუფლებას.
მისი თქმით, ვერცერთი სანქცირებული ლაინერი ვერ იქნება საქართველოს საჰაერო სივრცეში.
"ვერცერთი სანქცირებული ლაინერი ვერ იქნება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მითუმეტეს მას არ ექნება საშუალება იმისა, რომ ფრენები განახორციელოს. სანქცია თუ საჭიროა, როგორც გნებავთ ისე განიხილეთ, ეს იქნა ცალმხრივად გამოყენებული თავის დროზე და ასევე ცალმხრივად იქნა გაუქმებული. აქედან გამომდინარე ამ გადაწყვეტილებაში რა როლი ან ფუნქცია ან რა ბერკეტი არსებობს, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ცოტა ძნელად წარმომიდგენია" - ამბობს ალუდა ღუდუშაური.