ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთისგან სარგებელი მიიღოს და გამდიდრდეს - ცისკარიშვილი

11.05.23 13:25
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთისგან სარგებელი მიიღოს და გამდიდრდეს - ცისკარიშვილი

ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ სახ. დეპის განცხადება "ოცნებისთვის" გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, რადგან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენამმა მკაფიოდ თქვა, რომ კომპანიები, რომლებიც შეასრულებენ პირაპირ რეისებს რუსეთის მიმართულებით იქნებიან დასანქცირებული, მათ შორის ქართული კომპანიები.

ცისკარიშვილის თქმით, ხელისუფლებამ სარგებელი რომ მიიღოს რუსეთისგან, ამისთის ყველაფერს აკეთებს.

"როდესაც დაიწყო ამაზე საუბარი, ძალიან მკაფიოდ თქვეს ვაშინგტონიდან, რომ ის კომპანიები, რომლებიც შეასრულებენ პირაპირ რეისებს რუსეთის მიმართულებით იქნებიან დასანქცირებული, მათ შორის ქართული კომპანიები. ეს ხელისუფლება იმიტომ, რომ რაღაც მოკლევადიანი ბენეფიტი და სარგებელი მიიღოს რუსეთისგან და გამდიდრდეს, ფული იშოვოს, ამიტომ აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს სამომავლო პერსპექტივები მოკლას და მოისპოს" - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

სახ.დეპის თქმით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.