PES-ის გადაწყვეტილებები ხელს უშლიდა ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ - "ოცნება"
"ქართული ოცნება" "ევროპის სოციალისტურ პარტიის" წინააღმდეგ - მმართველი პარტია PES-ზე ამბობს, რომ ორგანიზაცია ზელს უშლიდა საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის სოციალისტურ პარტიაში ქართული ოცნების წევრობა კონტრპროდუქტიულ როლს ასრულებდა.
ბევრად უფრო მძიმე იყო, როდესაც სოციალისტების ერთი ნაწილი უჭერდა მხარს ჩვენს საწინააღმდეგო რეზოლუციებს, ვიდრე EPP მთელი თავისი შემადგენლობით გამოდიოდა ჩვენს წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ, რომ EPP-ს წევრია ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო და მეტნაკლებად ახსნადი იყო პოლიტიკური კავშირის გამო მათი ეს პოზიცია. რაც შეეხება იმ ვითარებას, როდესაც აბსურდულ რეზოლუციებს მხარს უჭერს სოციალისტების დიდი ნაწილი, ეს რა თქმა უნდა ხელს უშლიდა ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ და კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ"-