PES-იდან გასვლის გადაწყვეტილება თბილისში ჩამოსულმა ივანიშვილმა მიიღო? - რას ამბობს კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნებას" ევროპელი სოციალისტების გაერთიანების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან არ შეუთანხმებია.
"პირველების" კითხვაზე, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს დაწყებამდე მმართველი პარტიის ლიდერებს, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებაში" გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტიკური საბჭო იღებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს კი "ოცნების" დამფუძნებელთან არ ათანხმებენ.
დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა და სწორედ პოლიტსაბჭოს რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება განხილული. მანამდე შეიკრიბა საპარლამენტო უმრავლესობა, ეს საკითხი წინასწარ გვქონდა განხილული მათთან. საბოლოო ჯამში ეს პოლიტსაბჭოს პრეროგატივაა და უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
პოლიტიკურ საკითხებთან ჩვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან არავითარი კომუნიკაცია არ გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, 2,6 წელიწადია ის პოლიტიკიდან გასულია"- თქვა კობახიძემ.