ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო გარიცხვით დაგვემუქრა - კობახიძე PES-ზე

11.05.23 14:33
ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო გარიცხვით დაგვემუქრა - კობახიძე PES-ზე

"ქართული ოცნება" ევროპის სოციალისტურ პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსზე უარს ამბობს და PES-ს თავს ესხმის. 

ირაკლი კობახიძის მტკიცებით,   ევროპის სოციალისტურ პარტია ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო გარიცხვით ემუქრებოდა. 

მისივე თქმით, დროში დამთხვევის მიუხედავად, არავითარი კავშირი არ არის "ოცნების" დღევანდელ გადაწყვეტილებასა და ფრენების აღდგენას შორის. 

ჩვენ დაგვემუქრა ევროპის სოციალისტური პარტია გარიცხვით - ღიად ვამბობთ ამას. რისთვის? ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო. პრემიერმა მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში ამ სახელწოდებით და ყველამ მოისმინა გამოსვლები. ამაზე მეტზე არ იყო იქ საუბარი, საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა ვცეთ ჩვენ პატივი ამ იდეებს და ფენომენს - რასაც ჰქვია ღმერთი, სამშობლო და ოჯახი. ამისათვის როცა გემუქრებიან გარიცხვით, შენ, ბუნებრივია, სხვა ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ გრჩება. როცა, მით უმეტეს, ამ მუქარას ავრცელებენ ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზიის საშუალებით.