შეუძლებელია, იმ გაერთიანების წევრი ვიყოთ, სადაც ფიქრობენ, რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ევროპელობასთან შეუთავსებელია - მდინარაძე
"შეუძლებელია, ვიყოთ იმ გაერთიანების წევრი, სადაც ფიქრობენ, რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ეროვნული იდენტობა, ეროვნული ფასეულობები ევროპელობასთან, ევროპული ოჯახის წევრობასთან შეუთავსებელია"- ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ევროპის სოციალისტური პარტიის მოწოდებები გახდა მმართველი პარტიის მიერ მ,იღებული გადწყვეტილების მიზეზი.
"ჩვენ რამდენიმე დღის წინ, ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე პრეზიდენტმა ევროპელი პენსიონერის ძარცვის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიის ეთერიდან გვითხრა, რომ კონსერვატიული ღირებულებები შეუთავსებელია, ევროპული ოჯახის წევრობასთან. ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი რგოლია გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებში, წარმოუდგენელია და შეუძლებელია ვიყოთ იმ გაერთიანების წევრი, სადაც ასე ფიქრობენ, რომ ოჯახი, ღმერთი, სამშობლო, ეროვნული იდენტობა, ეროვნული ფასეულობები არის ევროპელობასთან, ევროპული ოჯახის წევრობასთან შეუთავსებელი, ამიტომ რეალურად ჩვენ, უნდა გადავწყვიტოთ ის საკითხი, რასაც ჰქვია ნამდვილი შეუთავსებლობა, ასეთ არასერიოზულ და ფსევდოლიბერალურ მიდგომასთან და ეს გახდა, იმ გადაწყვეტილებების საფუძველი, რაც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დღეს გამოიტანა" - მამუკა მდინარაძე.
ქართული ოცნება ევროპელი სოციალისტების გაერთიანებას ტოვებს.