ორბანიც პოლიტიკური ოჯახიდან ზუსტად ასე გაიქცა, ეტყობა, ღარიბაშვილმა რჩევა მისგან მიიღო - ანა ნაცვლიშვილი

11.05.23 15:47
ორბანიც პოლიტიკური ოჯახიდან ზუსტად ასე გაიქცა, ეტყობა, ღარიბაშვილმა რჩევა მისგან მიიღო - ანა ნაცვლიშვილი

 "ქართული ოცნების" დემარშს "ლელოში" ეხმიანებიან - პარტიის წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა როგორც ჩანს, ევროპელი სოციალისტების გაერთიანების დატოვების რჩევა უნგრეთისს პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. 

ნაცვლიშვილის თქმით,  PES ქართულ ოცნებას  გარიცხვას უპირებდა და ღარიბაშვილი-კობახიძის გუნდმა "ვითომ დაასწრო"

"როგორც ჩანს, ეს ის რჩევაა, რომელიც ღარიბაშვილმა ორბანის სამარცხვინო კონფერენციაზე გამოსვლის დროს მიიღო იმიტომ, რომ თავის დროზე ორბანიც ზუსტად ასე მოიქცა, როცა გარიცხვას უპირებდნენ თავად გაიქცა საკუთარი პოლიტიკური ოჯახიდან. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება თავად ამ პარტიისთვის, მას უპირებდნენ გარიცხვას და ვითომ თავად დაასწრეს, სინამდვილეში რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" გარდაიქმნა ისეთ დაჯგუფებად, რომელსაც საერთო ენის მოძებნა დასავლურ, ევროპულ, ცივილიზებულ, პოლიტიკურ პარტნიორებთან სულ უფრო და უფრო მისთვის შეუძლებელი ხდება" - ანა ნაცვლიშვილი