"ქართულმა ოცნებამ" ზურგი აქცია ევროპას - ხათუნა სამნიძე
"ქართულმა ოცნებამ" ზურგი აქცია ევროპას" - ასე ეხმიანება "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე მმართველი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპელი სოციალისტების გაერთიანებას გეგმავს.
სამნიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" განცხადბები ქვეყანას აზიანებს.
"საქართველოს ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არ არის არცერთი ევროპული ოჯახის წევრი. ის ჩვენი, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ, მათი არჩევანისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის. თითოეული განცხადება, რაც ისმის ქართული ოცნებიდან აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და ქვეყნის იმიჯს.
დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ დატოვონ ევროპელი სოციალისტები არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და კიდევ ერთი დასტური, რომ "ქართულმა ოცნებამ" ზურგი აქცია ევროპას" - ამბობს ხათუნა სამნიძე.