იმოქმედებს თუ არა პუტინის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე - დეგნანის განცხადება
არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოზე ზრუნავს - ამერიკის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ კითხვებს ბადებს, თუ რატომ გააუქმა სავიზო რეჟიმი და რატომ დაუშვა ფრენები რუსეთმა საქართველოსთის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე.
კელი დეგნანი აცხადებს, რომ თუ პუტინს საქართველოზე ზრუნვა უნდოდა, მაშინ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჯარი უნდა გაეყვანა.
ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გასცემს კითხვაზე პასუხს, იმოქმედებს თუ არა პუტინის ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე. რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა, ამაზე კითხვები ნამდვილად ჩნდება. ალბათ, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოზე ზრუნავს. ის, სხვა ქვეყნებში მისი მოქალაქეების ყოფნას თავდასხმის გასამართლებლად ხშირად იყენებს ხოლმე. თუ ნამდვილად ზრუნვა უნდოდა მას საქართველოზე, ჯარები უნდა გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. ყველას ახსოვს, რომ ეს ის ქვეყანაა, რომელიც 2008 წელს საქართველოს თავს დაესხა. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ბომბავს მშვიდობაინ მოსახლეობას და სკოლებს" - ამბობს დეგნანი.