ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული - კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

18.05.21 11:56
ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული - კობახიძე დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დმანისში მომხდარ დაპირისპირებას აფასებს და სამართალდამცავი სტრუქტურების გამართულ მუშაობაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონფლიქტის დეესკალაციისთვის შსს-მ სათანადო და ადეკვატური რეაგირება მოახდინა. მისი ინფორმაციით, შსს-მ მწვავე  კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე პირი გუშინვე დააკავა. 

რამდენადაც ვიცი,  უკვე გუშინ რამდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული, ეს ჩემი ინფორმაციაა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირებას, ეს რეაგირება იყო სათანადო და ადეკვატური და ამის შედეგები ყველამ იხილა. ამ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქმედეს სათანადოდ. იყო რთული სიტუაციაა, ყოფით ნიადაგზე დაიწყო ეს ყველაფერი და ძალიან გართულდა უცბად. სირთულე იყო სერიოზული თუმცა ამის მიუხედავად დღის ბოლომდე მოგვარდა ეს პრობლემა, - განაცხადა კობახიძემ. 
 

 ოფიციალური ინფორმაციით, დმანისის ინციდენტზე ამ დრომდე შსს-ს არავინ დაუკავებია.

მსგავსი სიახლეები