პუტინის გადაწყვეტილების მიზანი საქართველოს მოსკოვის ორბიტაზე საბოლოდ შეთრევაა - ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება სინანულის გამო არ მიუღია და პუტინის მიზანი საქართველოს მოსკოვის ორბიტაზე საბოლოდ შეთრევაა.
სპეციალურ ბრიფინგზე ნათელაშვილმა მოუწოდა ამერიკას და ევროკავშირს, რომ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობის წარმომადგენლები, რადგან მისი თქმით, ყოველგვარი სხვა მეთოდის გამოყენებას აზრი არ აქვს.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტს არ მიუღია სინანულით, ან იმით, რომ მან გადახედა კრიტიკულად მის დამოკიდებულებას საქართველოსადმი. მიზანი არის საქართველოს მოსკოვის ორბიტაზე საბოლოდ შეთრევა. შემდეგი ნაბიჯი, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით და მისი რეჟიმის გამოყენებით იქნება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე. შემდგომ, აფხაზეთის გავლით, სომხეთისაკენ რკინიგზის გახსნა, კავკასიის მთების გახვრეტა, ახალი ტრასის გამოსაყვანად და საქართველოს დაბრუნება იქ, რასაც ძლივს დავაღწიეთ თავი, თუ ამას თავის დაღწევა ჰქვია.
მე ახლა აშშ-ს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას არც მივმართავ და არც ვთხოვ აღარაფერს. მე მათ ერთადერთს ვეკითები, როდის უნდა დაგვირგვინდეს ოლიგარქ ივანიშვილის, მისი უმრავლესობის წევრების და მინისტრების საბოლოო დასანქცირების საკითხი. ყოველგვარი სხვა მეთოდი არის მგლის თავზე სახარების კითხვა". - ამბობს ნათელაშვილი.