სასჯელი მოეხსნა საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენი ოპოზიცია თვითსანქცირებას ითხოვს - მამუკა მდინარაძე

11.05.23 16:13
 სასჯელი მოეხსნა საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენი ოპოზიცია თვითსანქცირებას ითხოვს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე პუტინის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი, ოპოზიციის წარმომადგენლები კი საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას ითხოვენ.

მდინარაძე ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ "რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვოს საკუთარი მოქალაქეების სანქცირება და ერთმანეთში ურევენ ახლა შეგნებულად". 

დღეს ჩვენი ოპონენტები ოღონდ რაღაცით „ქართული ოცნება“ და საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი სამშობლო დააზიანონ და თვითსანქცირებას ითხოვენ. საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითხოვენ, წარმოუდგენელი ამბავია მაშინ, როცა რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათი სასჯელის მოხსნაზეა საუბარი. რა მოტივაციით იყო მიღებული რუსული გადაწყვეტილება, ეს სხვა საკითხია. რა მოტივაციითაც არ უნდა იყოს, საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი და სანქცია და ამაზე სწუხან ჩვენი ოპონენტები და ამის შეცვლას ითხოვენ“, - განაცხადა მდინარაძემ.