ელჩი: ოცნება IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "ქართულ ოცნებას" ახსენებს, რომ საქართველოს მმართველი ძალა IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, NDI-ს და IRI-ს კვლევები არაობიექტურობის ეპითეტად იქცა.
ელჩმა მსგავს განცხადებებს "აღმაშფოთებელი სიცრუე" უწოდა:
20 წელზე მეტია IRI მხარს უჭერს საქართველოში განვითარებას და მრავალპარტიულ დემოკრატიას. მმართველი პარტია IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია. ქართული ოცნების არაერთი ლიდერი IRI-ს პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობა აქვთ მიღებული პროგრამებში"- თქვა ელჩმა.
მისი თქმით, ჩნდება კითხვა, "რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვის ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, როგორ ისწავლონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში.".