ზურაბიშვილის კრიტიკა მოსკოვიდან - საქართველოს პრეზიდენტს რუსეთი ამერიკის აგენტად აცხადებს
სალომე ზურაბიშვილს მოსკოვიდანაც აკრიტიკებენ. "ქართული ოცნების" შემდეგ, პრეზიდენტი თავდასხმის ობიექტი რუსი დეპუტატების მხრიდანაც გახდა. სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, რუსეთში ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოდან ოკუპანტ რუსეთში ქართველების გაქცევის ეშინია და მხოლოდ ამაზე დარდობს.
გამოცემა "არგუმენტი და ფაქტები, საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის აგენტად აცხადებს. წერენ, რომ საქართველოს პრეიზიდენტი ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მჭიდრო ურთერთობები აქვს შეერთებულ შტატებთან. იხსენებენ მის ემიგრანტ შთამომველბეს, ბაბუასაც კი, წერენ რომ ეს არის რევანშისტი ემიგრანტი.
"ასეთი ტიპის ემიგრანტები იყოფიან ორ ნაწუილად, პირველი ნაწილი შეპყროილია სამშობლოს ნოსტალგიით, მეორე ნაწილი კი წლობით ოცნებობენ რევანშზე. ვერც მისმა ბაბუამ და ვერც მისმა მამამ ვერ შეძლეს ამ გეგმების სისრულეში მოყვანა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს, თეთრ ცხენზე ამხედრებულს, გამოუვიდა ქართულ პოლიტიკაში შესვლა"- წერს გამოცემა.