ახალი ნაწილების შესყიდვის საშუალება არ აქვთ - გიორგი კოდუა რუსული თვითმფრინავების გაუმართაობაზე საუბრობს
ავიაკომპანია "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი გიორგი კოდუა ამბობს, რომ რუსული თვითმფრინავების ნაწილების უმეტესობა წყობიდან არის გამოსული და რუსულ კომპანიებს არ აქვთ ახალი ნაწილები შეისყიდვის საშუალება. ამიტომაც, კოდუას თქმით, ხდება თვითმფრინავების კანიბალიზმი, როდესაც ერთ თვითმფრინავს ხსნიან ანწილებს და მეორეს უყენებენ.
კოდუა ასევე ამბობს, რომ რუსეთის თითქმის ყველა ავიაკომპანი სანქციერებულია, გარდა ორისა და სწორედ ეს ორი - "რადიო იუნიქსი" და "აზიმუტ ეარლაინსი" იფრენენ, სავარაუდოდ, საქართველოში.
კოდუა პირდაპირ ამბობს, რომ თუ ქართული კომპანიები რუსულ ბაზარს აირჩევენ, მაშინ ისინი სანქციების ქვეშ მოხვდებიან.
ამ თვითმფრინავების ნაწილების 75 % დაკომპლექტებულია ევროპული ქარხნებიდან. ის მაღალი სტანდარტი, რაც არის დაწესებული, ვერ ხორციელდება რუსული დროშის ქვეშ, იმიტომ, რომ არის სანქციის ქვეშ. ვერ აწარმოებენ და რაც მე მაქვს ინფორმაცია, მაქსიმუმ ხდება კანიბალიზმი თვითმფირნავების. თუ ჰყავთ თვითმფრინავი 10, 10-დან 4 თვითმფრინავს მოხსნიან ნაწილებს, გადაუყენებენ იმ 6-ზე. 6-დან მერე გადააყენებენ 3-ზე და ნელ-ნელა ხდება თვითმფრინავების ნაწილების გადაყენება. ნაწილების გაფუჭების შემთხვევაში, არ აქვთ საშუალება რუსულ კომპანიებს ახალი ნაწილები შეისყიდონ.
პირდაპირ სანქციის ქვეშ მოხვდა ყველა რუსული კომპანია, გარდა იუნიქსისა და აზიმუტ ეარლაინსისა. არჩევანი აქვთ ქართულ კომპანიებს, ან აირჩიონ ევროპის ბაზარი და იფრინონ ევროპაში, ან თუ აირჩევენ რუსულ ბაზარს, მაშინ მგონია, რომ სანქციების ქვეშ მოხვდებიან". - ამბობს გიორგი კოდუა.