„ოცნება“ საწვავზე აქციზის შემცირებას არ გეგმავს - რა თქვა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში
საწვავის გძვირების ფონზე "ოცნება" უარს ამბობს აქციზის გადასახადის დროებით მოხსნაზე ან განახევრებაზე. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტზე გახარიას გუნდის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
გიორგი შერვაშიძემ დაინტყერესდა, იგეგმება თუ არა საწვავზე აქციზის განახევრება ან მოხსნა იმ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი სხვა პროდუქტების ფასზეც აისახება, რაც მოქალაქეებზე დამატებითი წნეხია.
დავუშვათ გავანახევრეთ ნავთობზე აქციზი, ამის ეფექტი იქნება 25 თეთრი, რომელიც ერთ დღეში შეიძლება, ნავთობის ფასებზე მოხდეს ისეთი რაღაც, შეიძლება შეიცვალოს. სამწუხაროდ, არც აქციზის და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი, საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შევცვალოთ. თუ შევხედავთ ბოლო 6 თვის განმავლობაში შეცვლილ ფასებს, ჩვენი მხრიდან თუნდაც განახევრება აქციზის, რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის ან დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს. ამიტომ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის გაურკვევლობა, რაც არის ნავთობთან მიმართებაში როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ეს ეტაპობრივად დამშვიდდეს და ამით უნდა დარეგულირდეს ნავთობის ფასი, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მთავორბას აქციზის დროებით შემცირებაზე თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციაც.
დრომ დავუშვათ, რომ 6 თვით გავანახევრეთ ნავთობპროდუქტებზე აქციზი, 250 მლნ ლარზე მეტი ცენტრალურ ბიუჯეტს არ დააკლდება. მაგალითად, თვალსაჩინოებისთვის რომ შევხედოთ, იმავე პერდიოში, 6 თვეში, 130 მლ-მდე მხოლოდ ჯარიმა-საურავებიდან ამოიღო მთავრობამ მოსახლეობის ჯიბეებიდან. ეს არის პროგნოზირებულზე 150%-ით მეტი. აქდან გამომდინარე, ამის კომპენსირება საერთოდ არ იქნება საჭირო და საერთოდ არ იქნება საჭირო, რო ამის კომპენსირებისთვის ან ჯარს მოვაკლოთ, ან რამეს მოვაკლოთ და ასეთი თითიდან გამოწოვილი, პათეტიკური განცხადებები ვაკეთოთ. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, როდესაც ასეთი მაღალი ფასია, ისედაც იზრდება დღგ-დან შემოსავლები და ეს თავის მხრივ, აკომპენსირებს იმ დანაკლისს, რომელიც თეორიულად შესაძლებელია, ამ აქციზის განაკვეთიდან ბიუჯეტმა მიიღოს, - ამბობს ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი.
საქართველოში დიზელის ფასმა ლიტრზე 5 ლარს გადააჭარბა, რაც ქვეყანაში ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბენზინი 35%-ით, დიზელი კი 65%-ით გაძვირდა. კერძოდ, ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 1.15 ლარით გაიზარდა, დიზელის - 1.95 ლარით.