ზურაბიშვილი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე - ღარიბაშვილი
მორიგი დაპირისპირება პრემირსა და პრეზიდენტს შორის - ირაკლი რარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებების საპასუხოდ თქვა, რომ ის აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმართავს.
პრემიერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვს.
მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც "რუსეთის დაკრულზე ცეკვას" გულისხმობდა, "ხალხის შეურაცხყოფაა“
სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, მმართველი პარტია და პარლამენტი. ჩვენ წარვმართავთ, ვახორციელებთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ვრცლად ვისაუბრე, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს და აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ თავმოყვარე და უძველესი ერი ვართ. ამას, რომ ამბობს ვიღაც რუსეთის დაკრულზე ცეკვა და რაღაცები, ეს არის ერის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.