პრემიერის აღიარება - ღარიბაშვილი ამბობს, რომ PES-თან ბზარი ივანიშვილის გამო გაჩნდა
საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპის სოციალისტურ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ფაქობრივად აღიარა, რომ პირველი ბზარი PES-თან მაშინ გაჩნდა, როცა პარტიის დიდმა ნაწილმა იმ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქვეყნისთვის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია.
ამასთან მთავრობის მეთაურის ტქმით, PES-ის გაერთიანებაში 2015 წლიდან არა წევრის, არამედ დამვირვებლის სტატუსითაა წარმოდგენილი:
ჯერ დამკვირვებელი იყო 8 წელი, რა უბედურებაა, მაგრამ კარგი, გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო, იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში. ნული მხარდაჭერა, იგივე სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, კაცმა, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20% ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა და დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა.
ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი დიდმა ნაწილმა, ამ პარტიის 30%-მა. მაშინ გაჩნდა პირველი ბზარი და მანამდეც უკვე დაწყებული იყო. მერე მეორე, ჩაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი, კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და ისევ კეზერაშვილს იცავენ"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილი უკმაყოფილებას არ მალავს იმასთან დაკავშირებითაც, რომ პარტნიორებმა მისი უნგრეთში ვიზიტი და კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) გამოსვლა დაგმეს.
ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე... ანტი-LGBT ფრაზები გამოიყენეო... მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ესეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობიბის დამცვველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ"- დასძინა მან.