რუსული პროვოკაცია გრძელდება - როგორ პასუხობს ხელისუფლება პუტინის გეგმას?!

11.05.23 20:10
რუსული პროვოკაცია გრძელდება - როგორ პასუხობს ხელისუფლება პუტინის გეგმას?!

სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა მხოლოდ დასაწყისია. პროვოკაციების სერია საქართველოს წინააღმდეგ არ წყდება და მოსკოვს საქართველოსთან დაკავშირებით უფრო შორს გათვლილი გეგმები აქვს.

შეზღუდვების გაუქმებიდან ზუსტად 24 საათში  რუსი დეპუტატები უკვე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას ითხოვენ. პუტინის გეგმა მოქმედებაშია და მარტივად იშიფრება - საქართველო რუსეთის ორბიტაზე უნდა დარჩეს, მოსკოვისკენ  სწრაფი სვლის პროცესი კი შეუქცევადი უნდა გახდეს. 

ამოქმედდება თუ არა ახალი ამერიკული  სანქციები ეს საქართველოს  ხელისუფლების პასუხზეა დამოკიდებული - კიდევ ერთი მკაცრი გაფრთხილება ქართულ ოცნებას შეერთებული შტატების ელჩისგან. მოსალოდნელ სანქციებზე ქართულ ოცნებას სახელმწიფო დეპარტამენტიც აფრთხილებს.   მკაფიო გზავნილი მოვიდა ევროკავშირიდანაც, რომელიც მოუწოდებს ქართულ ოცნებას სახიფათო რუსული თვითმფრინავების მიღების ნაცვლად ევროპულ სანქციებს შეუერთდეს.

ევროკომისიამ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად მოუწოდა, რუსეთთან ფრენების აღდგენის ნაცვლად, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ორივე სტრატეგიული პარტნიორი ღარიბაშვილის მთავრობისგან მოსთხოვს, არ გახსნას ცა რუსული თვითმფრინავებისთვის. ბრიუსელმა დღეს საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა რა შედეგები შეიძლება, მოჰყვება ამ ყველაფერს

ევროკავშირმა ღარიბაშვილისგან უარი უკვე მიიღო. იქნება ფრენები რუსეთთან, იქნება ვაჭრობა რუსეთთან, არ იქნება საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერა. დღეს პუტინის ბრძანების შემდეგ პრემიერ მინისტრი კამერებთან პირველად გამოჩნდა და პრაქტიკულად თქვა, რომ პუტინის გადაწყვეტილები ვიზების გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე ქართველ ხალხზე ზრუნვაა.

დღესვე საგანგებო განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირ ფერების აღდგენას სამინისტრომ ეშმაკთან გარიგება უწოდა.
 

რუსული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ - ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში