49 რეისი კვირაში - როგორია პუტინის რუსეთის გეგმა
"ურალის ავიახაზები", "სმარტ ავია", ავიაკომპანია "პაბედა", "იუვ ტაერო", "ნორდ ვინგი", "აეროფლოტი და აზიმუტი" - ყველა ეს რუსული ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს ითხოვს. მოსკოვი, ყაზანი, სამარა- პირდაპირი რეისები ჩვენს ქვეყანაში მთელი რუსეთიდან შესრულდება.
ავიაკომპანიები კვირაში სულ 49 რეისის შესრულებას ითხოვენ და თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გამოდის, რომ ყოველ დღე, რუსეთში მინიმუმ შვიდი ფრენა იქნება, ამას დაემატება ქართული ავიაკომპანებიც. ანუ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების მესამედი პრაქტიკულად საქართველოსა და რუსეთს შორის შესრულდება.
ემზადებიან თუ არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეკორდული რაოდენობის ფრენებისთვის ? - გაიგეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვიდან