ჯერ ადრეა ამაზე საუბარი - კალაძე მერობის კანდიდატობაზე

18.05.21 12:01
ჯერ ადრეა ამაზე საუბარი - კალაძე მერობის კანდიდატობაზე

კახა კალაძე ისევ დუმს და არ პასუხობს კითხვას - იქნება თუ არა ის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი. როგორც მოქმედმა მერმა, "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია: 

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არჩევნები არის შემოდგომაზე, ბევრი გვაქვს სამუშაო. პირველები იქნებით თქვენ ვინც გაიგებს"- განაცხადა კალაძემ. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს: 

"ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნეული ვარ, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ ამ გუნდს ექნება ყველაზე მაღალი მხარდაჭერა,"- ამბობს კალაძე.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ იმყოფებოდა, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე, მერმა თქვა, რომ მას ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და ტესტის პასუხს ელოდებოდა.  

მსგავსი სიახლეები