პროპაგანდა ზურაბიშვილის წინააღმდეგ - "ოცნება", რუსი პოლიტიკოსები და რუსული მედია პრეზიდენტს ერთად უტევენ
პრემიერმა პრეზიდენტს ხაზი ბოლომდე გადაუსვა. დღეს ღარიბაშვილმა პრაქტიკულად თქვა, რომ ზურაბიშვილი რიგითი მოქალაქეა, სახელმწიფოს კი თავად წარმოადგენს. ასე უპასუხა, პრემიერმა პრეზიდენტის კრიტიკას, რომელმაც ოცნებას შეუთვალა, რომ კრემლის დაკვეთით ცეკვავს. ქართული ოცნების გარდა კი სალომე ზურაბიშვილი რუსების სამიზნეც ხდება.
რუსულ მედიას საქართველოს პრეზიდენტზე სრული შტურმი მიაქვს და ზუსტად ოცნების სტილში მას ამერიკის აგენტად აცხადებს.
ცნობილმა რუსულმა გამოცემამ ზურაბიშვილს ვრცელი სტატია მას შემდეგ მიუძღვნა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთ საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება დაგმო.
რუსი ჟურნალისტები ზურაბიშვილს ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებენ და ბევრს წერენ მის წარსულზე. მოიხსენიებენ ემიგრანტად, რომლისთვისაც ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს.
პროპაგანდა პრეზიდენტის წინააღმდეგ - ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში