გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - ოკუპანტებმა 45 წლის გიორგი ტერაშვილი საქონლის მწყემსვისას გაიტაცეს
რაც უფრო ახლოს მიდის "ოცნების" ხელისუფლება რუსეთთან, ოკუპანტისგან პროვოკაციების რაოდენობაც იზრდება. საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. გიორგი ტერაშვილი სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ იმ დროს დააკავეს, როდესაც პირუტყვს მწყემსავდა. შეიარაღებულმა ოკუპანტებმა ის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
ადგილზე "პირველებს" უყვებიან, რომ პირუტყვი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გადავიდა და ტერაშვილმა საქონლის გადმოყვანის მიზნით გადაკვეთა ე.წ საზღვარი.
ყველა დეტალი გაიგეთ, გიორგი დვალიშვილის ჩართვიდან