სად მივყავართ "ქართულ ოცნებას" და რა ფასი დაუჯდება ქვეყანას რუსეთთან დაახლოება

11.05.23 20:44
სად მივყავართ "ქართულ ოცნებას" და რა ფასი დაუჯდება ქვეყანას რუსეთთან დაახლოება

სად მივყავართ "ქართულ ოცნებას" და რა ფასი დაუჯდება  ქვეყანას რუსეთთან დაახლოება. ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით ქართველი დევნილი, სატვირთო თვითმფრინავებით გამოძევებული საქართველოს  მოქალაქეები, ემბარგო, გაზის გადაკეტვა -   ეს ყველაფერი ჩვენმა თანამოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოცადეს. ახლა ხელისუფლებას ქვეყანა იგივე წრეზე მიჰყავს. "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის ეკონომიკა ისევ  რუსეთზე მიაჯაჭვა. 

რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის სადავეები ნებაყოფლობით გადასცა ხელში ოკუპანტს ქვეყანას. ბიზნესის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" პოლიტიკურ თამაშში უდიდეს საფრთხეს ხედავენ. ეკონომიკურ ტყვეობაში აყვანილი საქართველო  პუტინის მთავარი ბერკეტია და მანიპულირების იარაღი, რომელსაც ისე გამოიყენებს ქართველების წინააღმდეგ როგორც ჩათვლის საჭიროდ.

ყველა დეტალი ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში