მედიის მოგუდვის გეგმა - "ტვ პირველის" წინააღმდეგ ასპარეზზე კობახიძის სიძე გამოვიდა

11.05.23 21:06
მედიის მოგუდვის გეგმა - "ტვ პირველის" წინააღმდეგ  ასპარეზზე კობახიძის სიძე გამოვიდა

ირაკლი კობახიძის დედის შემდეგ, "ტვ პირველის" წინააღმდეგ  ასპარეზზე მისი სიძე გამოვიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მაღალჩინოსანი კრიტიკული მედიის  მოგუდვის სქემის მონაწილე გახდა. "ოცნების" მორჩილებაში მყოფმა სასამართლომაც არ დააყოვნა. ირაკლი კობახიძის სიძის სარჩელის საფუძველზე “ტვ პირველს” არაპროპორციული ოდენობის კომპენსაცია - 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

დავით ფაცაციამ "ტვ პირველს" იმ რეპორტაჟის  გამო უჩივლა, სადაც ფაქტები აუდიტის  მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა. ფაცაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში იყო მხილებული. კობახიძის სიძე გაბრაზდა და თავდაპირველად ჩვენგან სიმბოლურად ერთი ლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით მადა გაეხსნა და 30 ათასის მიღება მოინდომა. როცა მინისტრს სასამართლოზე კითხეს, რატომ გაზარდა თანხის რაოდენობა, თქვა, რომ ჟურნალისტების სამაგალითოდ დასჯა უნდოდა.

 

მსგავსი სიახლეები