ჯანდაცვის კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა ვოზორიტიდის შემოტანას - მშობელი

11.05.23 21:23
ჯანდაცვის კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა ვოზორიტიდის შემოტანას - მშობელი

დღეს ჯანდაცვის კომიტეტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა მედიკამენტ ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანას - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ აქონდროპლაზიის სინდრომის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა გაავრცელა. 

მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის კომიტეტმა მედიკამენტის შემოტანის საკითხი დღეს განიხილა და მხარი და საკითხს ახლა ჯანდაცვის სამინისტრო განიხილავს.

"ახალი ამბები ვოზორიტიდზე.

თუ გახსოვთ, ჯერ კიდევ ოქტომბერში რომ გავაკეთეთ პეტიცია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით. მაშინ ძალიან ბევრი თქვენგანი აზიარებდით და აწერდით ხელს და შედეგად, 24 საათში შევაგროვეთ 5000 ხელმოწერა.

მივიტანეთ ჯანდაცვის კომიტეტში განსახილველად. ეს ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი ყოფილა ახალი მედიკამენტის დანერგვისას: 1. ხელმოწერების შეგროვება; 2. ჯანდაცვის კომიტეტის მიერ განხილვა და მხარდაჭერა.

ოქტომბერში არ განიხილეს.

მარტში კიდევ ერთხელ შევაგროვეთ. ისევ არ განიხილეს.

6 აპრილს განცხადება შევიტანეთ, განხილვის მოთხოვნით.

დაგვაიგნორეს.

დღეს განიხილეს. კომიტეტის ყველა წევრმა დაუჭირა მედიკამენტის შემოტანას მხარი და გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს.

წინ მიდის საქმე.

აქვე აფდეითი: 15 მაისს გვაქვს მორიგი საბჭო ჯანდაცვის სამინისტროში და ისევ დავესწრებით 4 მშობელი." - წერს მაკუნა გოჩიაშვილი.