ტოვებს თუ არა ენმ-ს - ნიკა მალიას პირველი განცხადება

11.05.23 21:30
ტოვებს თუ არა ენმ-ს - ნიკა მალიას პირველი განცხადება

ტოვებს თუ არა ენმ-ს და ქმნის თუ არა ახალ პარტიას? - ნიკა მალიას პირველ განცხადებას "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" აკეთებს. 

მისი თქმით, ის "ნაციონალურ მოძრაობაში" 2013 წელს მაშინ მივიდა, როცა პარტიიდან "გადინება" მიდიოდა. 

მელია ამბობს, რომ სანამ ის ხედავს თეორიულ შანს, რომ პარტია შესაძლოა გადარჩეს, ის ენმ-ში რჩება. 

მე თუ ვხედავ, თუნდაც მცირეოდენ შანსს, თეორიულ შანსს, რომ პატია გადარჩეს, გადარჩეს ფასეულობებისა და ღირებულებების მხრივ. ისევე გადარჩეს, როგორც გადარჩა წლების წინ, ბუნებრივია, მე ვიქნები იქ, სადაც პარტია არის ინსტრუმენტი, რომ შენი შეხედულებები, მოსაზრებები და იდეები განახორციელო"- თქვა მან.