მელიამ ენმ-ს არაფორმალურ მმართველად, კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად, ზურაბ ადეიშვილი დაასახელა

11.05.23 22:06
მელიამ ენმ-ს არაფორმალურ მმართველად, კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან ერთად, ზურაბ ადეიშვილი დაასახელა

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური განცხადება: კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი - ეს ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლებიც ნიკა მელიას მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებში ჩართულები არიან და პარტიას "სრულად ფლობენ".

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიამ ზურაბ ადეიშვილის გვარი ამ კონტექსტში პირველად ახსენა. 

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "ინგა გრიგოლიას რეაქციაში" თქვა, ყოფილი ძალოვანები  "თხემით ტერფამდე", ჩართულები იყვნენ არჩევნებში და იმ პროცესებში რაც არჩევნების შემდეგ ხდება პარტიაში. 

მელიამ "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა ისიც, რომ რაც შიდაპარტიულ არჩევნებზე მოხდა "გადატრიალება იყო". 

მეტიც, მისი თქმით, ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ "ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს". 

ზურა ადეიშვილი პარტიის საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც ჩართული იყო კეზერაშვილი და მერაბიშვილი. დღეს, ეს პარტია თუ ვინმესია და თუ ვინმე სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი"- განაცხადა მელიამ.