ზურაბიშვილის განცხადება რუსეთისთვის ვიზების გაუქმების შესახებ გარედან არის ნაკარნახევი - დუმის დეპუტატი
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შემოღებას ითვალისწინებს, გარედან არის ნაკარნახევი, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამასთან, ლეონიდ სლუცკი საქართველოს მთავრობას აქებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მოწოდების სიმაღლეზეა.
მსგავსი გამონათქვამები და მოქმედებები აშკარაა, რომ გარედან არის ნაკარნახევი და ეროვნულ ინტერესებს არ ესამხურება. საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა გაცილებით უფრო ამაღლებულ პოზიციას იკავებს, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებს ემსახურება, -თქვა ლენოდ სლუცკიმ.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ ოფიციალური თბილისი მოსკოვთან ურთიერთობის საკიტხს უფრო „ბრძნულად“ მიუდგება.
მოსკოვთან უფრო კოსნტრუქციული ურთიერთობის ეტაპზე გადასვლა მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, - თქვა დეპუტატმა.
რუსეთის რპეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთში ჩასვლას ვიზები გარეშე შეძლებენ. პუტინის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა "პროვოკაციული" უწოდა.