ქართულ აეროპორტებს დასანქცირება ელოდებათ - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება
რუსული თვითმფრინავების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ქართულ აეროპორტებს დასანქცირება ემუქრებათ. ოფიციალური გაფრთხილება თბილისსმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო. სპიკერი მოადგილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილორბივი ავიახაზები ფრენებსს რუსეთისკენ დაიწყებენ, სანქციები ქართულ ავიაკომპანიებსაც ემუქრება.
ბევრი სადავლური ქვეყანა, მათ შორის, აშშ უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუკი პირდაპირი ფრენების რუსეთ-საქართველოს შორის აღდგა, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიქნებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტში იქნებიან სანქციების რისკის ქვეშ თუკო მოემსახურებიან ავიახომალდს, რომელიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს. მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსეთისგან, ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. საქართელოს მოსახლეობა, სავარაუდოდ, ამჯობინებს რომ პრეზიდენტმა პუტინმა გამოიყვანოს რუსული ჯარების საქართველოს ტერიტორიის 20%, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ვიდრე პირდაპირი ფრენები აღდგეს ან სავიზო რეჟიმი შეიცვალოს, - განაცხადა ვედანტ პატელმა.