გააუქმე აქციზი, გაიაფდეს საწვავი - აქცია თბილისში

18.05.21 12:25
გააუქმე აქციზი, გაიაფდეს საწვავი  - აქცია თბილისში

საწვავი ისევ გაძვირდა - ერთი ლიტრი საწვავის ღირებულებამ 3 ლარი და 10 თეთრს მიაღწია. მძღოლები ამბობენ, რომ საწავვის გაძვირება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მძღოლები "ევროპული საქართველოს" აქციას შეუერთდნენ.

ოპოზიცია აქციზის გაუქმებას მოითხოვენ. საპროტესტო მსვლელობა თბილისის საკრებულოსთან დაიწყო და დღეს თბილისის მასშტაბით გაგრძელდება. 

გიგა ბოკერიას თქმით, საწვავის ფასი საქართველოში რეკორდულად მაღალია, აქციზის გაუქმების მოთხოვნით კი ის მინიმუმ 40 თეთრით შემცირდება. 

"საგადასახადო წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის და არის ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ აისახება ყველა ჩვენი ოჯახის შემოსავალზე, აისახება ყველა პროდუქტის ფასზე, ეს არის - საწვავის ფასი. საერთაშორისო ფასებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც მთავრობის კონტროლის მიღმაა, საწვავის ფასი გაზარდა ივანიშვილის რეჟიმმა, როცა გაგვიზარდა ყველას აქციზის გადასახადი, იმისთვის, რომ მეტი ფული ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ნეპოტიზმისთვის, ბიუროკრატიისთვის, მავნებლობისთვის და კორუფციისთვის. ეს გააკეთეს რამდენიმე წლის წინ და ამის შემდეგ ეს წნეხი ადევს ყველა ქართულ ოჯახს, მარტივი ნაბიჯით - აქციზის გადასახადის გაუქმებით შესაძლებელია ავტომატურად, 40 თეთრით შემცირება საწვავზე ფასის, რაც შემდეგ ყველაფრის ფასზე აისახება, რომ გაუადვილდეთ ცხოვრება მოქალაქეებს ამ საერთო გასაჭირის დროს", - თქვა ბოკერიამ. 

მსგავსი სიახლეები