პროტესტი დეფაქტო მთავრობის წინააღმდეგ - ოკუპირებულ აფხაზეთში ანტირუსული აქციები იწყება

12.05.23 12:07
პროტესტი დეფაქტო მთავრობის წინააღმდეგ - ოკუპირებულ აფხაზეთში ანტირუსული აქციები იწყება

ოკუპირებულ აფხაზეთში ანტირუსული აქციები იწყება. საპროტესტო ტალღა 30 მაისიდან დეფაქტო მთავრობის წინააღმდეგ აგორდება. აქცია სოხუმშია დაანონსებული. მიზეზი რუსეთის ინტერესებია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მტკიცებით, ცდილობს შთანთქოს აფხაზეთი და გახადოს ოლიგარქების თავშესაფარი. საუბარია კანონზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას აფხაზეთში უძრავი ქონება იყიდონ.

პროტესტს რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, მთავარი ბიჭვინთის აგარაკების პუტინისთვის გადაცემაა.  

დღევანდელი ხელისუფლება გამოხატავს ოლიგარქების ინტერესებს, ვისაც აქვს დიდი ფული. მათ ხალხის ინტერესებთან საერთო არ აქვს. კანონი აპარტამენტების შესახებ მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, გათიშონ აფხაზი ხალხი გადაწყვეტილების მიღებისგან, გახადონ აფხაზეთი ოლიგარქების თავშესაფარი. ამას აკეთებს დიდი სახელმწიფო გარედან. ჩვენ გვყავს თანამოქალაქეები, რომლებიც არიან ოლიგარქების გავლენის აგენტები საზღვარგარეთ. ჩვენ ეს უნდა გავაჩეროთ, ყველა უნდა გამოვიდეს ქუჩაში, - ამბობს ადრგი არძიმბა არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზთა სახალხი მოძრაობის „ თავმჯდომარე.