"მიტოვებული გზა და შეჭმული მილიონები" - რიკოთის უღელტეხილზე "ნაცმოძრაობის" წევრები ჩავიდნენ
როგორ გადაიქცა საუკუნის პროექტი დიდ თავისტკივილად? - მთავრობა ხალხს რიკოთის უღელტეხილზე ჩქაროსნული მაგისტრალის რეაბილიტაციას ჰპირდებოდა, თუმცა, ადგილზე ამ დრომდე საავტომობილო შეზღუდვებია დაწესებული. დილიდან ადგილზე "ნაცმოძრაობის" წევრები ჩავიდნენ. ოპოზიციური პარტიის წევრები ხელისუფლებას გზის მშენებლობის სანაცვლოდ კორუფციულ გარიგებებსა და ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
"ივანიშვილის მავნებლობიოს, მოპარული მილიონების, ჩამოშლილი ინფრასტრუქტურის გამო, რიკოთზე დაწესებულია საავტომობილო შეზღუდვა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სავარაუდო კორუფციული გზით შეარჩია კომპანიები, რომლებიც არიან "ქართული ოცნების" შემომწირველები და შედეგიც სახეზეა, მიტოვებული გზა და შეჭმული მილიონები". - ამბობს ლაშა ფარულავა.
აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკისგან აღებული სესხით დაფინანსდა და 2021 წელს უნდა დასრულებულიყო.