ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დასავლურ სივრცეს ჩამოშორდეს - გრიგოლ გეგელია

12.05.23 13:20
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დასავლურ სივრცეს ჩამოშორდეს - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ქართული ავიაკომპანიების და აეროპორტების დასანქცირება, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, ქვეყნისთვის სავალალო იქნება. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ 'ქართული ოცნება" რუსულ ინტერესებს ემსახურება. 

ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო ჩამოშორდეს დასავლურ სივრცეს, იქნეს იზოლირებული და იქნეს მარტოდ დატოვებული, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან სავალალო პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს აეროპორტები შესაძლოა, გახდეს დასანქცირები საგანი იმ შემთხვევაში თუ ისინი მიიღებენ სანქცირებულ რუსულ თვითმფრინავებს, რაც, რა თქმა უნდა, იქნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგების მატარებელი არა მარტო კონკრეტული ჯგუფებისთვის, კონკრეტული ინდუსტრიისთვის, არამედ სრულიად ქართული ეკონომიკისთვის. „ქართული ოცნება“ არის გადასული კაპიტულანტურ კურსზე, რაც ნიშნავს მტრული სახელმწიფოს კურსის გატარებას, - ამბობს გეგელია. 

რუსული თვითმფრინავების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ქართულ აეროპორტებს დასანქცირება ემუქრებათ.  ოფიციალური გაფრთხილება თბილისსმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო. უწყების სპიკერის მოადგილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ავიახაზები ფრენებსს რუსეთისკენ დაიწყებენ, სანქციები ქართულ ავიაკომპანიებსაც დაემუქრება.