დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს - მანჯგალაძე რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე

12.05.23 13:24
დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს - მანჯგალაძე რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოს დიდი ფასის გადახდა მოუწევს. ოპოზიციის წევრის თქმით, ვისაც რეკეტი და კრიმინალებთნ ურთიერთობის დაჭერა სურს, შეუძლია რუსეთში თავად წავიდეს. 

უფასო ყველი სათაგურშიაო, ეგეც არ გამოუვიდა პუტინს. საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს, იმიტომ, რომ თუ დასავლეთი დაგვასანქცირებს რუსეთში სამი კინკილა ადამიანის გაფრენის გამო, ეს არ იქნება კარგი. ვისაც უნდა რუსული ჭაობი, რეკეტი, კრიმინალებთან ურთიერთობის დაჭერა, წავიდეს და იფრინოს იქ, რავიცი, კისერიც უტეხია  და ვისაც უნდა ევროპა, აგერ ვართ ევროპის მომხრეები, - თქვა მანჯგალაძემ. 
 

რუსული თვითმფრინავების საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში ქართულ აეროპორტებს დასანქცირება ემუქრებათ.  ოფიციალური გაფრთხილება თბილისსმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო. უწყების სპიკერის მოადგილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ავიახაზები ფრენებსს რუსეთისკენ დაიწყებენ, სანქციები ქართულ ავიაკომპანიებსაც დაემუქრება.