"არ არის გამორიცხული, სიტუაცია დაიძაბოს" - ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო განწყობებია

12.05.23 13:45
"არ არის გამორიცხული, სიტუაცია დაიძაბოს" - ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო განწყობებია

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ სოხუმში 30 მაისს დაანონსებულმა აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღოს. საზოგადოებრივი მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობა“ -ს წევრი შმაგი სამხარაძე პირდაპირ ამბობს, რომ "მარიონეტული" რეჟიმი რუსულ მეთოებს იყენებს და ძალაუფლებს შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. სამხარაძე ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო განწყობებია. 

მარიონეტული რეჟიმი აჩვენებს მოსახლეობას, რომ ის იყენებს რუსულ მეთოდებს და შესაძლოა, ის, რომ სიტუაცია უფრო დაიძაბოს და მათ ბოლომდე შეეცადნონ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ვეკონტაქტებით გაგრაში, გაუდაუთაში, კონტაქტები გვაქვს ახალგაზრდებათან, მოსახლეობასთან და რა თქმა უნდა, ძირითადად განწყობებია საპროტესტო,- ამბობს შმაგი სამხარაძე.

ოკუპირებულ აფხაზეთში ანტირუსული აქციები იწყება. საპროტესტო ტალღა 30 მაისიდან დეფაქტო მთავრობის წინააღმდეგ აგორდება. აქცია სოხუმშია დაანონსებული. მიზეზი რუსეთის ინტერესებია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მტკიცებით, ცდილობს შთანთქოს აფხაზეთი და გახადოს ოლიგარქების თავშესაფარი. საუბარია კანონზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას აფხაზეთში უძრავი ქონება იყიდონ.