რუსეთს ემოციური გადაწყვეტილება არ მიუღია, თავისი ინტერესები აქვს - გია ვოლსკი

12.05.23 14:08
რუსეთს ემოციური გადაწყვეტილება არ მიუღია, თავისი ინტერესები აქვს - გია ვოლსკი

"ოცნების" წევრის გია ვოლსკი აცხადებს, რომ რუსეთს ემოციური გადაწყვეტილება არ მიუღია და პირდაპირი ფრენების აღდგენაში თავისი ინტერესები აქვს.

ვოლსკის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა და ევროატლანტიკურ კურსს ალტერნატივა არ აქვს.

"რუსეთსაც თავისი ინტერესები აქვს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა პრაგმატიზმს უღალატა და რაღაც ემოციური გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. ჩვენი კურსი, ევროატლანტიკური მიმართულებით ჩვენი საკმაოდ დამაჯერებელი სვლა თვალნათელია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.