მართავენ თუ არა ენმ-ს არაფორმალურად მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ადეიშვილი? - ბრალდებების ადრესატები დუმან
მართავენ თუ არა ენმ-ს არაფორმალურად მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ადეიშვილი? - ნიკა მელიას ბრალდებების ადრესატები „პირველების“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
კითხვებზე პასუხების მოსასმენად „პირველები“ ექს შს მინისტრის საცხოვრებელ სახლთან მივიდა. ირკვევა, რომ მერაბიშვილი საქართველოშია და ოჯახის წევრებთან ერთად სახლში იმყოფება. ამის მიუხედავად, მას ნიკა მელიას ბრალდებებზე პასუხების გაცემა არ სურს.
მერაბიშვილის სახლთან მობილიზებულმა დაცვის სამსახურმა "პირველებს" მერაბიშვილთან დაკავშირებაზე უარი განუცხადა.
ნიკა მელიას მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობაში" ყოფილი ძალოვნების მმართველობა დაბრუნდა საუბარია მერაბიშვილზე, კეზერაშვილსა და ადეიშვილზე. ამის შესახებ ენმ-სყოფილმა თავმჯდომარემ ინგა გრიგოლას "რეაქციაში" ისაუბრა. მელიას თქმით, სამივეს მიზანს მისი პარტიიდან გაგდება წარმოადგენდა.