მოსამართლეების თავყრილობა გორში - კლანის დასანქცირებულმა მეთაურმა მხარმდაჭერები რესტორანში დაპატიჟა
შეერთებული შტატების სანქცირებული მოსამართლეების თავყრილობა გორში - კლანის მეთაურმა მურუსიძემ მხარმდაჭერები რესტორანში დაპატიჟა.
"ნაჭარმაგევში" ახლა ათობთ მოსამართლეა. არაფორმალური წვეულებების ორგანიზებით კლანი, სავარაუდოდ, ცდილობს მოსამართლეების კეთილგანწყობა მიიღოს. შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანში, არსებული ინფორმაციით, დიდი ვნებათაღელვაა, რადგან მოსამართლეები კლანთან გამიჯვნას ცდილობენ.
ლევან მურუსიძე კი ამბობს, რომ რესტორანში მოსამართლის დღეს აღნიშნავენ და წვეულებას მოსამართლეების 95 % ესწრება.
"15 მაისი არის მოსამართლეთა დღე. ქართულმა სასამართლომ ბევრი გამოიარა, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაშ. რადგან 15 მაისი არის მოსამართლეთა დღე და არის ორშაბათი, სამუშაო დღე, დღეს, დასვენების დღეს გამოვედით ქართლში, მოვილოცეთ ტაძარი, ავანთეთ სანთელი და ახლა ავღნიშნავთ მოსამართლის დღეს. ეს ყოელთვის იყო, უბრალოდ თქვენ არ დაინტერესებულხართ. ჩვენ, მოსამართლეები, ყოველ წელს მივდივართ სხვადასხვა რეგიონებში და ვნახულობთ ღირსშესანიშნაობებს და ვიკრიბებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა". - ამბობს ლევან მურუსიძე.