„ქალები ეროვნული სოციალური პოლიტიკისთვის“ - „საქართველოს ქალთა პარტიამ" "ტრიბუნას" მხარდაჭერით კონფერენცია გაიმართა
„საქართველოს ქალთა პარტია-სამართლიანობისა და თანასწორობისათვის“ ორგანიზებითა და პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია თემაზე „ქალები ეროვნული სოციალური პოლიტიკისთვის“.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ თემებზე: როგორ ცვლის და აუმჯობესებს ქალების მონაწილეობა ქვეყნის პრიორიტეტებს სოციალური მიმართულებით, რატომ არის მნიშვნელოვანი შსო-ის 183-ე კონვენციის(„დედობის დაცვის შესახებ“) რატიფიცირება, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყნის განათლების სისტემა და სხვ.
შეხვედრას დაესწრებიან ექსპერტები, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციების თავმჯდომარეები
( ხათუნა მაჭავარიანი და დავით ჭიჭინაძე) ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია: მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში ქალებისა და ახალგაზრდების ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერება, მომავალი თაობის შემეცნების ამაღლება და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ხელშეწყობა.
NS