არავის გარიცხვას ვგეგმავთ, ნიკა მელიამ საკუთარი თავი თვითონ გარიცხა პარტიიდან - ბოტკოველი
ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ნიკა მელიას ბრალდებებს ჭორაობას უწოდებს. საქმე ეხება ენმ-ს ყოფილი თავმდჯომარის განცხადებას, რომელმაც ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" თქვა, რომ ყველაზე დიი ოპოზოციურ პარტიას არაფორმალურად კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი მართავენ, რომელთაც ენმ-და მისი გარიცხვა სურთ.
ბოტკოველი ირწმუნება, რომ პარტიიდანა არავის გარიცხვას არ გეგმავენ და ნიკა მელიას ენ-დან საკუტარი თავი თვითონ გარიცხა.
მე რომ რამე ცუდი ვთქვა, პირიქით, ის უნდა შემომედავოს მე, იმიტომ, რომ ზურაბ ადეიშვილი იყო მისი კარიერული წინსვლის ავტორი. ახლა ლანძღო და აბრალო ადამიანს, რომ თურმე მის გამო, მერაბიშვილის გამო და დანარჩენების გამო წაუგია 2012 წელს ენმ-ს არჩევნები, ცოტა უხერხულია ეს ყველაფერი. გუშინ ვისმინეთ სიცრუე კი არა, ჭორაობა ჩვეულებრივი. რავიცი, რას ემსახურებოდა. ემსახურებოდა იმას, რომ მას უნდდა ცალკე პარტია შექმნას და ვერ ქმნის ამ ცალკე პარტიას, იმიტომ, რომ ადამიანური რესურსი არ აქვს ა ახლა ცდილობს, ფაქტობრივად, მან გუშინ თქვა, რომ „მე ამ პარტიის წევრი აღარ ვარ“ და ლანძრა ის პარტია, რომელი პარტიის წევრიც იყო. ჩვენ არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, გუშინ საკუთარი თავი გაირიცხა თვითონ პარტიიდან, - თქვა ბოტკოველმა.