ე.წ. "ტროიკა" ისევ შეიკრა - ბაჩო დოლიძე კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილზე

12.05.23 15:41
ე.წ. "ტროიკა" ისევ შეიკრა - ბაჩო დოლიძე კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილზე

ნიკა მელიას შემეგ კეზერაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს ენმ-ს არაფორმალურ მმართველობაში პარტიის წევრი ბაჩო დოლიძეც ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ პატიაში გადაწყვეტილებებს სწორედ აღნიშNული პირები იღებენ და არა ლევან ხაბეიშვილი.

დოლიძე ასევე ამბობს, რომ ხაბეიშვილი არაფორმალური მმართველების დავალებით  მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულირებდა. ამასთან, ოპოზოციის ცვლილებებისთვის ბრძოლას აანონსებს. 

ე.წ. "ტროიკა" ისევ შეიკრა. როგორც ადრე მიაჩნდათ მთელი ქვეყანა საკუთრებად და ამით ძალიან ბევრი კარგი საქმე დაიჩრდილა, დღესაც ანალოგიურად პარტია მიაჩნიათ საკუთრებად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შენობაში, კონკრეტულად თავმჯდომარე რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, ეს ასე არ გახლავთ. ყველა გადაწყვეტილება იღებენ ეს ადამიანები, ყველა ისეთი დაპირებები აკეთებინეს, ოღონდ მოსულიყვნენ მენეჯმენტში.

შესაბამისად, მერე ალბათ ყველაფერი ლევანს დამბრალდებოდა. ასე, რომ არ მგონია ლევანის დიდი წუხილი ჰქონდეს იმ ადამიანებს, ვინც მის უკანა დგანან. გასაგები იყო, რომ ვერსად შეიჭრებოდა ფიზიკურად. ცუდია, როდესაც ხდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სახელით მანიპულირება და სპეკულირება. იქნება ბრძოლა ცვლილებებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ამრჩეველთან ერთად მოგიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება,-განაცხადა ბაჩო დოლიძემ.